აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის მცდელობას გადარჩენილი 50 წლის კრისტა პაიკი გონზე მოვიდა და საუბრობს.
პაიკის სიკვდილით დასჯა 30 სექტემბერს, ნეშვილში მდებარე Riverbend Maximum Security Institution-ში სცადეს. მას სასიკვდილო ინექციის პრეპარატი ორი დოზით შეუყვანეს, თუმცა პროცედურა წარუმატებლად დასრულდა და ქალი ცოცხალი გადარჩა.
შემთხვევის შემდეგ პაიკი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და სუნთქვის აპარატი სჭირდებოდა, თუმცა მისი ადვოკატების ბოლო ინფორმაციით, ქალი უკვე გონზეა, საუბრობს და მკურნალობას აგრძელებს. მისი საბოლოო პროგნოზი ჯერჯერობით უცნობია.
კრისტა პაიკს სასიკვდილო განაჩენი 1995 წელს ჩადენილი თანაკლასელის, 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობისთვის ჰქონდა გამოტანილი.
წარუმატებელი პროცედურის შემდეგ ტენესის გუბერნატორმა ბილ ლიმ დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვა და შტატში მიმდინარე წლის დარჩენილი სიკვდილით დასჯები შეაჩერა.