ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავენ. პენტაგონის ინფორმაციით, პროცესი 3 დეკემბერს არის დაგეგმილი.
მსჯავრდებული ნიდალ ჰასანია - აშშ-ის არმიის ყოფილი მაიორი და სამხედრო ფსიქიატრი, რომელმაც 2009 წელს ტეხასის შტატში, ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა და 32 დაჭრა.
გამოძიების თანახმად, თავდასხმის მოტივი ჰასანის რადიკალური რელიგიური შეხედულებები და ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებისადმი წინააღმდეგობა იყო.
ჰასანს სიკვდილით დასჯა 2013 წელს მიუსაჯეს, თუმცა განაჩენი დღემდე არ აღსრულებულა.
ეს აშშ-ში 1961 წლის შემდეგ პირველი სამხედრო სიკვდილით დასჯა იქნება. ამასთან, პირველად იგეგმება პროცესის ინტერნეტით პირდაპირი ტრანსლაცია, რამაც საზოგადოებაში კამათი გამოიწვია.
განაჩენის აღსრულება 3 დეკემბერს არის დაგეგმილი, თუმცა გასაჩივრების შემთხვევაში შესაძლოა გადაიდოს.