საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის საჯარო განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს - როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა თქვა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა.

იურისტის განმარტებით, გასაუბრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ბარათაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, პროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებას დაიწყებს, ის მზად არის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცეს.

ადვოკატი გენერალურ პროკურატურაში პროკურორის სახელზე განცხადებას შეიტანს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.