აიოვაში მოპოვებული მოულოდნელი გამარჯვებით “დემოკრატებმა” სენატზე კონტროლი გაიმყარეს. აღსანიშნავია, რომ “დემოკრატებმა” გამარჯვება მოიპოვეს “რესპუბლიკელთა” რამდენიმე დასაყრდენ შტატში, მათ შორის ტეხასში, სამხრეთ კაროლინაში, კანზასსა და ოჰაიოში. შედეგად, მათ სენატში ექვსი ადგილი დაიმატეს.
“დემოკრატები” კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებენ, ამით ისინი მნიშვნელოვან ძალაუფლებას მოიპოვებენ, რათა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორი წლის განმავლობაში თეთრი სახლის საქმიანობა გააკონტროლონ.
რამდენიმე დეტალი:
*კანზასი დემოკრატმა კანდიდატმა ბოლოს 94 წლის წინ მოიგო.
*სამხრეთ კაროლინაში დემოკრატი სენატორი ბოლოს 28 წლის წინ აირჩიეს.
*აშშ-ს, ისტორიაში პირველად, ეყოლება ფერადკანიანი ქალი-გუბერნატორი: ჯორჯიაში გამარჯვებულად გამოცხადდა კიშა ლანს ბოტომსი, ატლანტის ყოფილი მერი.