ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ საქმე ეხება დავით არახამიას მიერ უკრაინის უმაღლეს რადაში ხმების სავარაუდო მოსყიდვას. უკრაინის ანტიკორუფციული ცენტრი აცხადებს, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მხოლოდ გენერალურ პროკურორს შეუძლია.


2025 წლის დეკემბრის ბოლოს, NABU-მ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის მხილების შესახებ, რომელშიც შედიოდნენ უკრაინის უმაღლესი რადას მოქმედი წევრები.

გამოძიების მონაცემებით, ჯგუფის წევრები სისტემატურად იღებდნენ უკანონო სარგებელს უმაღლეს რადაში საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად კენჭისყრისთვის. პროკურორებმა ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭეს ხუთ დეპუტატს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ჩართულები იყვნენ შესაბამისი კენჭისყრისთვის ქრთამის აღებაში. 

უკანონო სარგებლის ოდენობა 2 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობდა. გარდა ამისა, 2025 წლის ბოლოს, დეპუტატებისთვის კონვერტებით თანხების გადახდის საქმის ფარგლებში, ჩხრეკა ჩატარდა დავით არახამიას თანაშემწის სახლში.