ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, სხდომას თავად ბრალდებულიც დაესწრება. სასამართლო პროცესი 16:00 საათზე დაიწყება და მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ექსპრემიერი წინასასამართლო სხდომებს არ ესწრებოდა და ამბობდა, რომ აზრს ვერ ხედავდა, რადგან იცის, "როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა".
"მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ" - წერდა ღარიბაშვილი