საქართველოს ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში გაემგზავრა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურში უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ორივე ნაკრებმა ტურნირის პირველი ორი შეხვედრა ერთნაირი შედეგით დაასრულა-თითო ფრე და თითო მარცხი. საქართველო და უნგრეთი B დივიზიონის მეორე ჯგუფის სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.
მატჩი 2 ოქტომბერს ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.