გორში, ჭალის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.

ინფორმაციას  ქალის გარდაცვალებაზე სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ ადასტურებენ.

შემთხვევა 4 ნოემბერს თამარ მეფის გამზირზე მოხდა, ხოლო გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 6 ნოემბერს გავრცელდა

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორმა მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.