ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან ღვინიაშვილმა ინდოეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მერვედ დაეუფლა.

გორელმა სპორტსმენმა შეჯიბრება წარმატებით დაასრულა და საქართველოს კიდევ ორი ოქროს მედალი მოუტანა.

ამავე ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა გორელმა პარამკლავჭიდელმა ლევან მახათაძემაც, რომელმაც მარცხენა და მარჯვენა მკლავით ასპარეზობაში ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.