ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველმა პარამკლავჭიდელმა ვახტანგ ახობაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა.
ახობაძე ქართული პარასპორტის ერთ-ერთი წარმატებული წარმომადგენელია. მას მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე არაერთი მედალი აქვს მოპოვებული.
2024 წელს ქართველმა სპორტსმენმა მოლდოვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა, ხოლო 2025 წელს ბულგარეთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ დაისაკუთრა.