რაჭაში რთველი აქტიურად მიმდინარეობს. 21 ოქტომბრის მონაცემებით, რეგიონში 2 400 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. მოსავალი უკვე 1 300-მდე მევენახემ დააბინავა, მათმა შემოსავალმა კი 19 მილიონ ლარს მიაღწია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში არცერთ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნას.
კლიმატური პირობების გამო წელს ყურძნის დამწიფება შედარებით დაგვიანდა, თუმცა მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია.
ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 35 ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს, მათ შორის სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“.
რეგიონში კერძო სექტორის წახალისებისა და რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.
წინასწარი პროგნოზით, წელს რაჭაში დაახლოებით 3 000 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.