საფრანგეთში ცნობილი მხატვრის, პიერ-ოგიუსტ რენუარის ორი მოპარული ნახატი აღმოაჩინეს. ნამუშევრები, რომელთა საერთო ღირებულება 4,2 მილიონ ევროს აღწევს, ერთ-ერთ კერძო სახლში, სპეციალურად მოწყობილი კედლის უკან იყო დამალული.
ნახატები 8 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე რენუარის მუზეუმიდან მოიპარეს. გამოძიებისას გამოყენებული დნმ-ის მტკიცებულებებისა და სატრანსპორტო გადაადგილების მონაცემების დახმარებით სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილებს მიაკვლიეს.

საქმეზე ექვსი ადამიანი დააკავეს, ოთხს კი ბრალი წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები კიდევ ერთი მუზეუმის გაძარცვასაც შესაძლოა გეგმავდნენ.
აღმოჩენილ ნახატებს დაზიანებები აღენიშნება და მათ რესტავრაცია დასჭირდებათ