ტაილანდში წყალდიდობა 29 პროვინციასა და ბანგკოკში გრძელდება. ქვეყნის კატასტროფების პრევენციისა და რეაგირების დეპარტამენტის (DDPM) მონაცემებზე დაყრდნობით, სტიქიამ 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა, დაღუპულთა რაოდენობა კი 23-მდე გაიზარდა. წყალდიდობა 16 სექტემბრიდან არის აღრიცხული.
მთავრობამ დაზარალებულთა დასახმარებლად 4.1 მილიარდი ბატი გამოყო - დაახლოებით 122 მილიონი აშშ დოლარი. თანხა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უნდა გადანაწილდეს.