გორში პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული წაართვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, დღის საათებში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერმა თანხის გამოტანისას დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც მას ფული წაართვეს.
საქმეზე 1984 წელს დაბადებული, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი პირი დააკავეს.
8 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის განცხადებით, დაზარალებულ პენსიონერს თანხა ამ დრომდე არ აუნაზღაურდა. მისივე თქმით, საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება.