5 ოქტომბრიდან SOLO Boutique-ში სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი აბრეშუმისა და შალის თავშლების შეძენა იქნება შესაძლებელი. კოლექცია საქართველოს ბანკისა და „სუხიშვილების“ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა და SOLO მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
კოლექციის დიზაინი „სუხიშვილების“ 80-წლიან სცენურ ისტორიას უკავშირდება. მხატვარი და სცენოგრაფი სოლიკო ვირსალაძე ანსამბლის ვიზუალური სტილის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი იყო. მის მიერ შექმნილმა კოსტიუმებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართული ცეკვის სცენურ ესთეტიკაზე და დღემდე ანსამბლის მემკვიდრეობის ნაწილად რჩება.
„სუხიშვილები“ 1945 წელს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა დააარსეს. ახალი კოლექციის კონცეფცია სწორედ ანსამბლის სცენური მემკვიდრეობის ყოველდღიურ აქსესუარებში გადატანას ეფუძნება.
თავშლები 5 ოქტომბრიდან ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის SOLO Boutique-ში იქნება ხელმისაწვდომი.