ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სანახაობრივ ღონისძიებაში, Victoria’s Secret Fashion Show-ში, კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა.
მასშტაბური ჩვენება 18 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში გაიმართა, სადაც ქართველი მოდელი მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად პოდიუმზე ორი განსხვავებული სამოსით წარდგა.
მატილდა გვარლიანისთვის ეს Victoria’s Secret-ის შოუში მესამე მონაწილეობაა. მან ბრენდის პოდიუმზე პირველად 2024 წელს გაიარა, 2025 წელს კი წარმატებით გააგრძელა თანამშრომლობა.
წლევანდელ ჩვენებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს ცნობილი მოდელები, მათ შორის ადრიანა ლიმა, ბელა და ჯიჯი ჰადიდები, ალესანდრა ამბროსიო და კანდის სვანეპული.
ღონისძიება მუსიკალური ნომრებითაც გამოირჩეოდა. სცენაზე წარდგნენ ტეიტ მაკრეი, მეგან დე სტალიონი, მეგან მორონი და ჯგუფი KATSEYE.
მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც Victoria’s Secret-ის ლეგენდარულ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მისი ზედიზედ მესამე გამოჩენა საერთაშორისო პოდიუმზე ქართული სამოდელო ინდუსტრიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა.