მათი ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში შეატყობინეს, რომ ბაღი განუსაზღვრელი ვადით იკეტებოდა, ბავშვების გადაყვანა კი სხვა დაწესებულებებში შესთავაზეს. დახურვის სავარაუდო მიზეზად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა სახელდება.პროტესტის შემდეგ მშობლებს განუცხადეს, რომ განმეორებითი ექსპერტიზის შედეგებამდე ბავშვები ბაღში სიარულს ჩვეულებრივ გააგრძელებენ.მშობლები განმარტებას ითხოვენ: თუ შენობა საფრთხის შემცველია, რატომ შეიძლება მასში სააღმზრდელო პროცესის გაგრძელება? მათი ნაწილი ეჭვობს, რომ შენობის დემონტაჟი და ტერიტორიის კომერციული მიზნით გამოყენება იგეგმება, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ადგილზე ექსპერტიზის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს.