„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია 29 სექტემბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, მისი მხარდამჭერები და მეგობრები ხვალ გლდანის ციხესთან მივლენ.
ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი 2025 წლის სექტემბერში დააკავეს. გამოძიება მათ რამაზ ჩადუნელის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავებოდა.
საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდა: სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო და შეთანხმება დაამტკიცა. მათ ერთი წლით პატიმრობა და დამატებით სამი წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ. ხასაია დაწესებულებას ერთწლიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს.