„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხა და მის მიმართ კრიტიკული შეფასებები გამოთქვა.

კალაძის განცხადებით, ზურაბიშვილი „გარედან იმართება“ და კონკრეტულ დავალებებს იღებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებების მიღებისას „ქართველი ხალხის ინტერესებით ხელმძღვანელობს“.

კალაძე ასევე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას განცხადებას საქართველოს გაერთიანების საკითხში ევროკავშირის ჩართულობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებისა და ეკონომიკური განვითარების საფუძველზე.