ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომლებმაც შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალოს.

ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატის 35 წევრსა და 36 შტატის გუბერნატორს ირჩევენ. ასევე ტარდება შტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები.

ამჟამად კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ. დემოკრატები კი ცდილობენ, სულ მცირე ერთ პალატაში მაინც მოიპოვონ უმრავლესობა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას გაურთულებს.

არჩევნების მთავარი საკითხებია ეკონომიკა, ცხოვრების გაძვირება, იმიგრაცია, ჯანდაცვა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.

 საკუთარი არჩევანი ვადამდე უკვე 57 მილიონზე მეტმა ამერიკელმა დააფიქსირა.

საარჩევნო უბნები შტატების მიხედვით სხვადასხვა დროს იხსნება და იხურება. პირველი შედეგები აშშ-ის დროით სამშაბათს საღამოს გახდება ცნობილი, თუმცა საბოლოო სურათის გარკვევას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, რამდენად თავისუფლად შეძლებს დონალდ ტრამპი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას პრეზიდენტობის დარჩენილი ორი წლის განმავლობაში.