საუდის არაბეთში აეროპორტსა და ნავთობის საბადოზე განხორციელებულ თავდასხმებს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ათი კი დაშავდა.

Reuters-ის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს ქალაქ დამამში, მეფე ფაჰდის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

იმავე დღეს დრონით თავდასხმა განხორციელდა Saudi Aramco-ს შაიბას ნავთობის საბადოზეც. ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ხელისუფლების ცნობით, ნავთობის მოპოვება არ შეფერხებულა.

თავდასხმების ფონზე აშშ-მ საუდის არაბეთიდან დიპლომატიური პერსონალის ნაწილისა და მათი ოჯახის წევრების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია. თავდასხმებმა ნავთობის მსოფლიო ბაზარზეც შეშფოთება გამოიწვია.