პოლონეთის ქალაქ ოსტროლენკაში, პროფესიულ სკოლაში თავდასხმა მოხდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ამავე სასწავლებლის 19 წლის მოსწავლეა, რომელიც პოლიციამ დააკავა.

 ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა - 5 არასრულწლოვანი და 3 ზრდასრული. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 7 დაშავებულის შესახებ. 

შემთხვევის შემდეგ სკოლიდან მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ქალაქის მერის განცხადებით, ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.