თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მე-12 სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.