ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა, რომელსაც საზოგადოება „კუკუშკას“ სახელით იცნობს, დეკემბრიდან მოძრაობას განაახლებს.

ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისტორიული მატარებელი კვლავ დაუბრუნდება ბორჯომისა და ბაკურიანის დამაკავშირებელ მარშრუტს.

„კუკუშკა“ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. რკინიგზა ბორჯომსა და ბაკურიანს ერთმანეთთან აკავშირებს და წლების განმავლობაში როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა.

ისტორიული მატარებლის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის ტურისტული სეზონისთვის, როდესაც ბაკურიანში ვიზიტორების რაოდენობა იზრდება.

მოძრაობის განახლების ზუსტი თარიღი, განრიგი და ბილეთების ღირებულება ჯერჯერობით დასაზუსტებელია.