გორთან ახლოს, გორი - კარალეთის დამაკავშირებელ გზაზე, ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა.
შემთხვევა ავტობანის ხიდის სიახლოვეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ორთაშენიდან გორის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მოსახვევში წონასწორობა დაკარგა და გადაბრუნდა.
ამ დროისთვის უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე შემთხვევის შედეგად.
ასევე, ჯერჯერობით არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზების შესახებ.