ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი, 5 წლამდე ბავშვი, კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.
დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, მიკროავტობუსი ქვეითად მყოფ ადამიანებს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი პოლიციის შენობაშია გადაყვანილი და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.