საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის Cadillac  ის პარტნიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში Lynx Motors იქნება. ინფორმაცია General Motors-ის წარმომადგენლებმაც ოფიციალურად გაავრცელეს. 
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, უკვე შენდება სამსართულიანი Cadillac-ის საფლაგმანო ცენტრი, სადაც განთავსდება შოურუმი, ავტორიზებული სერვისი და მომხმარებელთა სივრცე. სერვისში იმუშავებენ ქარხნული სერტიფიკაციის მქონე სპეციალისტები და ხელმისაწვდომი იქნება ორიგინალი ნაწილები, საგარანტიო მომსახურება და პროგრამული განახლებები.