გიორგი დავითაძის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი მედიასთან ამბობს, რომ რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების 6-მა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო, რაც გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობითაა განპირობებული. მისი თქმით, ინფორმაცია მას გიორგი დავითაძემ მიაწოდა:
"მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა ეს კადრები – როგორ ისვრის გიორგი პოლიციელის მისამართით, ციხეში ატყდა „შუმოკი“ [ხმაური]. გრგვინავდა ციხე… ყველამ მოითხოვა „პრაგულკა“ [გასეირნება]… გამოითქვა პროტესტი და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ პროტესტის ფარგლებში მოექცა", - განაცხადა ადვოკატმა.
თავად პენიტენციური სამსახური კი უარყოფს, რომ პატიმრების გადაყვანა დეესკალაციის ოთახში და ასევე ინციდენტი პატიმრებსა და ბადრაგს შორის, გიორგი დავითაძეს უკავშირდება.