თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმეზე სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებებსა და მოწმეთა ჩვენებებს იკვლევს. ბოლო სხდომებზე უკვე დაიკითხნენ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი.

გახარიას ბრალდება უკავშირდება 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილებას. ბრალდების ვერსიით, გადაწყვეტილება მან ერთპიროვნულად მიიღო, რასაც გახარიას მხარე არ ეთანხმება.

გიორგი გახარიას წარდგენილი ბრალდებები 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.