იმერეთის პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, პენსიონერების მოტყუებით 43 792 ლარს დაეუფლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა. ნდობის მოპოვების შემდეგ კი ფარულად იღებდა მათ პირად მონაცემებს და მობილურ ტელეფონებში არსებული საბანკო აპლიკაციების საშუალებით სესხებს ააქტიურებდა.
გამოძიების ინფორმაციით, ამ გზით ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს უკანონოდ დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.