საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურმა ბანკებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმება საბანკო ზედამხედველობის, ფინანსური ტექნოლოგიებისა და საგადახდო სისტემების განვითარებას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ხალიდ მოჰამედ ბალამამ. შეთანხმება ითვალისწინებს გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ კვლევებსა და ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობას.ეროვნული ბანკის განცხადებით, თანამშრომლობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საერთაშორისო გადარიცხვების გამარტივებასა და ორივე ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარებას.