უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ მონაკვეთზე რუსეთის საზღვრამდე გასვლა შეძლეს, - ამის შესახებ ამერიკული მონიტორინგის არხი US Army Power იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა ვოვჩანსკი ხუტორის მახლობლად რუსეთის თავდაცვითი პოზიციების გარღვევა შეძლეს და ამ სექტორში პირველად მიაღწიეს სახელმწიფო საზღვრის ხაზს.
თუმცა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ოფიციალური განცხადება უკრაინის გენერალურ შტაბს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
ამასთან, დამოუკიდებლად დასტურდება უკრაინული ძალების წინსვლა ამავე რაიონში - ISW-ის მიხედვით, მათ ვოვჩანსკი ხუტორის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 10 კმ² ტყიანი ტერიტორია გაწმინდეს რუსული ძალებისგან.