საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, უილიამ მასოლინს, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები. მხარეებმა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

ვიზიტის ფარგლებში უილიამ მასოლინი დაესწრო „ინგლისური სამართლის ფორუმსაც“, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უმასპინძლა.