საფრანგეთში სკოლებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას, სულ მცირე, 190 მოსწავლე დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრემ განაცხადა.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა ქალაქ ლანსში მოხდა, სადაც 15 წლის მოზარდმა ხელის მძიმე დაზიანება მიიღო. გავრცელებული ვერსიით, შემთხვევა პოლიციის მიერ გამოყენებულ სპეციალურ მოწყობილობას უკავშირდება, თუმცა პროკურატურას მომხდარის ზუსტი გარემოებები ჯერ არ დაუდგენია და გამოძიება მიმდინარეობს.
საფრანგეთში მოსწავლეთა პროტესტი უკვე მესამე კვირაში გადავიდა. ახალგაზრდები სკოლების არასაკმარის დაფინანსებას, გადატვირთულ კლასებს, მასწავლებლების დეფიციტსა და შენობების მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ. ბოლო მონაცემებით, საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაკავებულთა დიდი ნაწილი არასრულწლოვანია. დაახლოებით 400–500 სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დახურული იყო.