საფრანგეთში სკოლის მოსწავლეთა მასშტაბური პროტესტი მესამე კვირაში შევიდა. ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ ლანსში გამართული აქციის დროს 15 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა. შემთხვევის ზუსტი გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
პროტესტის მონაწილეები სკოლების არასაკმარის დაფინანსებას, გადატვირთულ კლასებს, მასწავლებლების დეფიციტსა და შენობების მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ. ორშაბათს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 400–500 საშუალო სკოლა სრულად ან ნაწილობრივ იყო დახურული.
ვითარება რამდენიმე ქალაქში დაიძაბა. შეტაკებები დაფიქსირდა ლილში, ტულუზასა და პარიზში. განათლების მინისტრის მონაცემებით, პროტესტების პერიოდში 24 სკოლა დაზიანდა ან გაძარცვეს, ხოლო 78 თანამშრომელი დაშავდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკავებულია დაახლოებით 5 000 ადამიანი, რომელთა 85% მოზარდია.