რუსეთმა უნგრეთის საელჩოსა და საკონსულოების თანამშრომლების ჯგუფის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ნაბიჯი უნგრეთის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხო ზომაა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაბორ გერგიჩი დაიბარეს და გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად აცნობეს.
უწყების განცხადებით, მოსკოვში უნგრეთის საელჩოს, ასევე სანქტ-პეტერბურგსა და ყაზანში მდებარე გენერალური საკონსულოების თანამშრომლების ჯგუფმა რუსეთის ტერიტორია ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ორბანის განცხადებით, რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები ისეთ საქმიანობაში იყვნენ ჩართული, რომელიც, უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება.
რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულ ქმედებაზე საპასუხო ზომას წარმოადგენს.