საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომა შესთავაზა, თუმცა სახელმწიფოს მეთაურმა მისი განცხადება არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას ელისეს სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ვრცელდება. 

17 ოქტომბერს საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში გამართული საპროტესტო აქციები ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციას დაუპირისპირდა, დაზიანდა შენობები, გაძარცვეს მაღაზიები და გაჩნდა ხანძრები. არეულობა პარიზში, მარსელსა და სხვა ქალაქებშიც გაგრძელდა.

საპროტესტო გამოსვლები ცხოვრების გაძვირებას, საჯარო მომსახურების გაუარესებასა და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება.

ელისეს სასახლის განმარტებით, მაკრონმა მინისტრის გადადგომაზე უარი სამართალდამცავი სტრუქტურების უწყვეტი მართვის აუცილებლობით ახსნა.

პრეზიდენტმა აღიარა, რომ არეულობის წინ სათანადოდ ვერ შეფასდა არსებული საფრთხეები და გამოვლინდა ხარვეზები სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების პროცესში.

მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრს უსაფრთხოების ახალი ზომების სწრაფად შემუშავება დაავალა.