ბიზნესპრესნიუსი საქსტატზე დაყრდნობით წერს, რომ სექტემბერში საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 1 333 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა. ამ მონაცემების მიხედვით წლიურად ზრდა 75%-ია.
2026 წლის სექტემბერში საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა. კერძოდ, მხოლოდ ერთ თვეში 1 333 ასეთი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის სექტემბერში მათი რაოდენობა 760 იყო.
ზოგადად კი, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით 17 051 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2 170 ერთეულით, ანუ 15%-ით აღემატება.