ტანას ხეობაში ველური ბუნების გამრავალფეროვნებისა და ფრინველთა პოპულაციების ხელშეწყობის მიზნით 300 ფრინველი გაუშვეს.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბუნებრივ გარემოში 150 გნოლი და 150 კაკაბი გაუშვეს.
ინიციატივა ველური ბუნების დაცვისა და ადგილობრივი ფრინველების პოპულაციების გაძლიერებას ემსახურება.
მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების მდგრადობისთვის.