გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ცხოველთა სასაკლაო შეამოწმეს, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა გამოვლინდა.
შემოწმებისას გაირკვა, რომ ობიექტი შესაბამისი აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა. ამასთან, ინსპექტორებმა ადგილზე კრიტიკული შეუსაბამობები განმეორებით დააფიქსირეს.
შედეგად, მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ობიექტს დარღვევების აღმოფხვრამდე საწარმოო საქმიანობა შეუჩერდა.