სანზონაში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის დროს კაბინაში 6 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა და პირველ სართულზე შეჩერდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ექვსივე ადამიანი კონტაქტური იყო და მათი გამოყვანა მოხერხდა. დაშავებულებს ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიათ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ბავშვები არ არიან, ხოლო სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ლიფტის ჩავარდნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ასევე ჯერ არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია, კონკრეტულად რომელ კორპუსში მოხდა შემთხვევა და რა ტექნიკურ მდგომარეობაში იყო ლიფტი. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია