დღეს, 29 სექტემბერს, ვიზიტის ახალი შეხვედრაც გავრცელდა: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სისტემების განვითარების მიმართულებებს, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, ასევე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ბირთვული მედიცინის ეროვნულ ცენტრსაც ეწვია, სადაც ახლად რეაბილიტირებული ცენტრის საქმიანობასა და ბირთვული მედიცინის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.
მხარეებმა ბირთვული მედიცინის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.
შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა.