ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული გუგუნავა ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს პატივი.
ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი შვილიშვილი, ნოდარ მაჭარაშვილი, ბებიას ოჯახის სიყვარულისა და მეუღლის ერთგულების სიმბოლოდ იხსენებს.
„ჩემთვის ბებიაჩემი იყო თავისი ქმრის ერთგულების, ოჯახის სიყვარულის მაგალითი და სიმბოლო... ბებიაჩემის წასვლით, თითქოს ეს სილაღეც დამთავრდა“, - განაცხადა ნოდარ მაჭარაშვილმა.
გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ. სამოქალაქო პანაშვიდს ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.