ახალგაზრდა მამაკაცი სამუშაოს შესრულების დროს შეუძლოდ გახდა თბილისში, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლში“, 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველებზე ყვებიან, ახალგაზრდა კაცმა თავი შეუძლოდ იგრძნო და დახმარების თხოვნით სავაჭრო ცენტრში მდებარე აფთიაქში შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დისტრიბუტორი იყო და შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.