15 ოქტომბრიდან იმერეთის რეგიონში უფასო სამედიცინო სკრინინგის აქციები იწყება.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის სკრინინგული კვლევები.
გამოკვლევებს ადგილზე, თანამედროვე სამედიცინო მეთოდებით, კვალიფიციური სპეციალისტები ჩაატარებენ.
აქციების ორგანიზატორები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრია.
პროგრამის მიზანია დაავადებების ადრეული გამოვლენა და მოსახლეობისთვის პრევენციულ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.