ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ელექტრომობილების დამუხტვის პუნქტთან მოხდა. თვითმხილველების ცნობით, ავტომობილი დამუხტვის ადგილას იმყოფებოდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე სახანძრო - სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. მეხანძრე - მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. ასევე, ოფიციალურად არ დასტურდება, უკავშირდებოდა თუ არა ცეცხლის გაჩენა ავტომობილის დამუხტვის პროცესს.