ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ახალი "სესხების" გამცემი ონლაინ პლატფორმა სახელწოდებით "hcashman.ge".  ერთი შეხედვით ყველაფერი "რიგზეა" და ვითომ სესხებს 1500 ლარამდე გასცემენ. 

რატომ არის სავარაუდო თაღლითობა!!!

პლატფორმაზე საჭიროა პირადი იდენტიფიკაციის გავლა. პირადობის მოწმობა, სახის სკანირება საბანკო ანგარიშიდან  01 თეთრის ჩარიცხვა და კუთვნილი მობილური ტელეფონის EMAIL კოდის ამოწერა და გადაგზავნა.

ამის შემდეგ შედიხართ თქვენს კაბინეტში და ჰოი საოცრება დამტკიცებული, 1500 ლარის ნაცვლად გაქვთ 100 ლარი დამტკიცებული 48 თვით. ხოლო 100 ლარის სესხზე კი უნდა დააბრუნო 204 ლარი. თუმცა ვის უბრუნებ და რა კონტრაქტზე აწერ ხელს არის სრულიად გაურკვეველი. 

აღნიშნულ გვერდზე არ იძბნება მარეგულირებელის ლიცენზია და მისი ნომერი. საკონტაქტო ტელეფონი. ხელშეკრულების პირობები და ის საჭირო ინფორმაცია რაც აუცილებელია მსესხებელმა იცოდეს, ასევე არსად იძებნება კომპანიის განმარტება თუ რატომ ითხოვს აღნიშნული პლატფორმა კუთვნილი მობილური ტელეფონის Email - კოდს. 

InewsLine - მა შეძლების და გვარად მოიძია თუ ვინ დგას ამ ფინასური სავარაუდო თაღლითობის უკან.

ჩვენ დავადგინეთ, რომ cashman.ge - ს უკან შპს. 4 ფინანს გრუპი - ა რეგისტრირებული.

შპს - ს მფლობელები არიან. შალვა კაპანაძე და თეიმურაზ ზუმბაძე.

შ. კ. - რეგისტრირებულია ზესტაფონი აკაკი წერეთლის ქ. N 1 ბ. 41 - ში

თ . ზ. - რეგისტრირებულია თბილისი, ტაშკენტის ქუჩა, N 23/1, ბინა 7 - ში.

ჩვენ მათთან დაკავშირება ვერ შევძელთ. გთავაზობთ ფოტო მასალას და იმ საეჭვო გარემოებებს რაც აღნიშნულ შეთავაზებას ახლავს თან.

iNewsLine.ge აგრძელებს საკითხის შესწავლას.
ამ დროისთვის არსებული გარემოებები სერიოზულ კითხვებს აჩენს პლატფორმის გამჭვირვალობასა და მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, 

რედაქცია მზად არის გამოაქვეყნოს კომპანიის წარმომადგენლების განმარტებებიც, თუ ისინი დასმულ კითხვებს უპასუხებენ.