რომის პაპი ლეო XIV ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, ყოველკვირეულ გენერალურ აუდიენციას დაესწრო.
7 ოქტომბერს ვატიკანში ასევე იწყება პაპის მიერ მოწვეული შეხვედრა, რომელიც ოჯახისა და თანამედროვე საზოგადოებაში მისი როლის საკითხებს ეძღვნება.
შეხვედრა 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში ეპისკოპოსთა კონფერენციების ხელმძღვანელები, აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენლები, კარდინალები, ექსპერტები და ოჯახები მონაწილეობენ.
ვატიკანის ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება თანამედროვე ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევები და ეკლესიის მხრიდან მათი მხარდაჭერის გზები.