ევროპის ციფრული დაკავშირებადობის სფეროში 2026 წლის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა დღეს, 30 სექტემბერს იწურება.

კონკურსი მიზნად ისახავს ევროპაში ციფრული ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის მიმართულებით წარმატებული პროექტების გამოვლენასა და პოპულარიზაციას.

დაჯილდოებაში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა მასშტაბის პროექტებს, რომლებიც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის, ციფრული ქსელებისა და თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება.

გამარჯვებული პროექტები ევროპულ დონეზე იქნება წარმოდგენილი, როგორც ციფრული დაკავშირებადობის სფეროში წარმატებული პრაქტიკის მაგალითები.