Google ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს - კომპანია ტესტავს ახალ ფუნქციას „Call for Me“, რომლის დახმარებითაც Gemini მომხმარებლის ნაცვლად სხვადასხვა კომპანიაში დარეკვას შეძლებს.
მაგალითად, ადამიანს შეუძლია Gemini-ს სთხოვოს რესტორანში ინფორმაციის გარკვევა, მომსახურების პირობების დაზუსტება ან სხვა საკითხზე კომპანიასთან დაკავშირება. AI ზარს თავად განახორციელებს და საუბრისას მომხმარებლის მიერ წინასწარ ნებადართულ ინფორმაციას გამოიყენებს.
მომხმარებელს საუბრის პროცესის თვალყურის დევნება და საჭიროების შემთხვევაში ზარში თავად ჩართვაც შეეძლება. ფუნქციის გამოცდა თავდაპირველად აშშ-ში, Pixel 11-ის გარკვეული მომხმარებლებისთვის იწყება.
ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ტექნოლოგიური კომპანიების მიმართულებით, სადაც ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემით აღარ შემოიფარგლება და მომხმარებლის ნაცვლად რეალური მოქმედებების შესრულებას იწყებს.